კითხვის დრო: 3 წთ.მომღერალი ნინი შერმადინი სასამართლოთი იმუქრება. ამის მიზეზი ქეთევან მიქიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებაა:“ახლა განახებთ ფარისევლობის ფესტივალს
ცნობილი ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ:
2010 წ. ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი, დელეგაციის წევრები: ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში, ელისო ჩაფიძე, რამაზ სამხარაძე, ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო ლომაძე, მედეა იმერლიშვილი, დავით ნიბლაძე, მარიამ სხილაძე, დიანა ტრაპაიძე, ზვიად ფოჩხუა და თამარ ნუცუბიძე.
2012 წ. თამარ ჭოხონელიძე
2012 წ., 2010 წ. და 2019 წ. ნინო ქათამაძე
2005 წ. ნინი შერმადინი (2008 წლის რუსულ სტატიაში წერია აქ უნდა იმღეროსო და ჩემზე წერს უნდა ვუჩივლოო 2005 წელს ვიყავიო და 2005 წელს ეტყობა ბიზანტიას ჰქონდა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაპყრობილი. ესეც წყარო, რატომაც მეწერა 2008 წ. https://vestikavkaza.ru/amp/56508 )
2014 წ. ანიტა რაჭველიშვილი
2015 წ. ლელა წურწუმია
2012 წ. და 2018 წ. პაატა ბურჭულაძე
2018 წ. მერაბ სეფაშვილი
2023 წ. გიორგი სუხიტაშვილი
და კიდევ მრავალი
ასევე, დათო ტურაშვილის რუსეთში ვიზიტის ზუსტი თარიღი ვერ გავარკვიე, თუმცა ფოტო გადაღებული აქვს 2008 წლის შემდეგ მოსკოვში.
პ.ს. წყაროს ბმულებით არ ავაჭრელე სტატუსი და სიტყვაზე მენდეთ, თუ მაინცდამაინც კომენტარში თუ მკითხავს რომელიმეს წყაროს ვინმე, იქ დავუკომენტარებ.”გაიხსენეთ:ნინი შერმადინი:“ეს ქალბატონი არის მატყუარა და ცილისმწამებელი. თუ შეიძლება მომითაგეთ ადვოკატი, რა ფორმით შეიძლება ვუჩივლო ცილისწამებაზე მასაც და პოსტივისაც, რომელმაც მსგავსი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა!
2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დამიდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე! ან გაასაჯაროვეთ ფაქტი, არათუ სადმე ვიმღერე, თუნდაც სტუმრად თუ ვიყავი ერთი დღით მაინც რუსეთში, საზღვრის კვეთა მაინც რომ დამიფიქსირდეს, ბოდიში აქეთ მექნება მოსახდელი. ასე რომ, ან საჯარო ბოდიში მოიხადეთ, ან მე გიჩივლებთ ცილისწამების გამო! ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ, კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!”
