გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა, შრომითი ხელშეკრულებით 26 თანამშრომლის აყვანის უფლება მიეცა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
გასტრონომიის ეროვნული სააგენტო 20 ივლისს შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს მიზანი ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერება, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირებაა. უწყების თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.