“გამოისყიდის თუ არა “ფროზინონე” კვერნაძეს? – კლუბის სპორტული დირექტორის განცხადება

“ფროზინონეს” სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ პრესკონფერენციაზე გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა.
ანჯელოცის თქმით, “ფროზინონე” ახალგაზრდა შემტევს იმ შემთხვევაში გამოისყიდის, თუ გუნდი სერია A-დან არ გავარდება.
“იბრაჰიმოვიჩისა და კვერნაძის შენარჩუნება ნამდვილად გვსურს. თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სერია A-ში ადგილს შევინარჩუნებთ”, – განაცხადა ანჯელოციმ.
შეგახსენებთ, კვერნაძე “ფროზინონეში” გასულ ზაფხულს ს “დინამომ” გაანათხოვრა, 21 წლის გარემარბმა იტალიური გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩი გამართა.
“ფროზინონე” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.