წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს – ინფორმაცია მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კაცი მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა – მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო