გოჩა მირცხულავა: რამე გაგვეკეთებინა ერს (?!) დღეს… რამე… თუნდაც ერთი წუთით დავმდგარიყავით ფეხზე ერთსა და იმავე დროს – ყველა: დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
რამე გაგვეკეთებინა ერს (?!) დღეს… რამე… თუნდაც ერთი წუთით დავმდგარიყავით ფეხზე ერთსა და იმავე დროს – ყველა: დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც.
მაგრამ ამისთვის სად გცალიათ. ახლა ან ირუჯებით ან ყველა დეტექტივი ხართ… ყველა თანაბრად არღვევთ სამართლის პრინციპს და სამართლიანობასაც ისევ თქვენი არშინით ზომავთ.
როგორ ხართ ასეთი სასტიკები, რომ სასამართლოს განაჩენამდე ყველა მკვლელია თქვენთვის, ხოლო მსხვერპლი ცალკე აქციეთ პედოფილად?
და მაინც…
ომის გმირებისთვის პატივის მიგების ტრადიციის ჩამოუყალიბებლობა ამ თვრამეტი წლის განმავლობაში თვალნათლივ ადასტურებს, რომ ჩვენ არა თუ გონიერი, არამედ მოჩვენებითად თავმოყვარე და მაღალი ღირსების მატარებელი ერი არ ვართ. რადგან ასეთი ტრადიციის შექმნას სრულებითაც არ სჭირდება ხელისუფლება.
გააგრძელეთ დეტექტივობა. თქვენ ხომ წარმატებით გაქვთ გამოძიებული რაფალიანცის, შაქარაშვილის, ბაჩიაშვილის და სხვათა საქმეები… თქვენ ხომ…
ეჰ…
მე ზუსტად 12:00 საათზე ავდგები ფეხზე და ერთი წუთით ჩუმად ვიქნები.
დიდება გმირებს!