კიევში სარაკეტო იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა

4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა კიევზე ს შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

უკრაინის სამაშველო სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

როგორც ს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ შამანოვმა განაცხადა, სარაკეტო იერიში კიევზე სხვადასხვა მხრიდან განხორციელდა. აფეთქების შემდეგ 18-სართულიანი სახლის მე-10 – მე-15 სართულებზე ხანძარი გაჩნდა. „ნანგრევებში შეიძლება ადამიანები იმყოფებოდნენ“, – განაცხადა მან.

შეტევის შემდეგ კიევის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება შეიცვალა.

საჰაერო შეტევა უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა. კერძოდ, დნეპრის ოლქში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ასევე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში მყოფმა ევროკომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მთელი დილა ბუნკერში გაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ