რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
25
წაკითხვა
მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს — ნ.ი.-ს და ა.ბ.-ს — პატიმრობა შეეფარდათ.
ნ.ი.-ს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება ედება ბრალად, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან ნ.ი.-ს ბრალზე ისაუბრა.
პროკურორის განმარტებით, არასრულწლოვანმა გიგა ავალიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებაზე სკოლის მასწავლებელს და მშობლებსაც შეატყობინა. კითხვაზე, თუ რატომ ჩათვალა უწყებამ, რომ ნ. ი.-მ ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა მსჯავრდებულები წააქეზა მასწავლებელზე თავდასხმისკენ, პროკურორმა არგუმენტად გაბაშვილის კრიმინალური წარსული მოიყვანა.
“ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნ. ი.-მ წააქეზა დანაშაულზე ალექსანდრე გაბაშვილი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება. ანუ, ეს არის ეგრეთ წოდებული პედოფილებთან მებრძოლი პირი — მას ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა ბრალდება და ამაზე სხვა გამამტყუნებელი განაჩენი დადგა (დიღმის ძალადობების ნაწილს ვგულისხმობ) — რომელიც ზოგადად ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს, მაგალითად, არასრულწლოვანთა მიმართ. ასეთი ადამიანისთვის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ისედაც “ნადირობდა” ასე ვთქვათ, ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად წაქეზება იყო,” — განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გარდა გიგა ავალიანის მკვლელობისა, ალექსანდრე გაბაშვილი ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებზეც, კერძოდ — დიღმის ეპიზოდზეა მსჯავრდებული. პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულებს — ალექსანდრე გაბაშვილს, გ.რ.-ს და დ.ჩ.-ს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის კიდევ 5 ეპიზოდი ედებათ ბრალად.
პროკურორმა არ დააკონკრეტა, არსებობს თუ არა სამხილი, რაც ადასტურებს მოსაზრებას, რომ ნ.ი.-მ ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური ცხოვრების შესახებ იცოდა.
გარდა ამისა, პროკურორის ინფორმაციით, უწყებამ არასრულწლოვნის ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ნ. ი. მისი შეყვარებულის, ალექსანდრე გაბაშვილის მიერ გიგა ავალიანზე განხორციელებულ თავდასხმას ამართლებს.
“იმნაძეების ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვალერიან იმნაძე და ნ.ი. განიხილავენ ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს.მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა, თუმცა არასრულწლოვანი გოგონა ესაუბრება ამასთან დაკავშირებით — რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში ცოტა სხვანაირად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ის [მამა] არის ძველი თაობის წარმომადგენელი და ასე იმიტომ ფიქრობს… მოკლედ, მამა-შვილს შორის მიმდინარეობს კამათი და ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასება. ასევე, მიმდინარეობს ამ საკითხზე ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა, რომელიც ახდენს დემონსტრირებას, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ… ნუ, გარკვეულ უცნობ ინფორმაციასაც იძლევა,” — განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის განცხადებით, გამოძიებას არ აქვს სამხილი, რომელიც დაადასტურებს ნ. ი.-ს ბრალდებას გიგა ავალიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.
პროკურატურის ვერსია
5 აგვისტოს საღამოს გიგა ავალიანის საქმეზე ნ.ი. და ა.ბ. დააკავეს. შემდეგ დღეს პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით, გიგა ავალიანის მოსწავლემ, ნ.ი.-მ მეგობარ ალექსანდრე გაბაშვილს და გ.მ.-ს უთხრა, რომ მასწავლებელი მისადმი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მეგობრები “წააქეზა” და გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ უბიძგა.
“2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნ.ი.-მ მის მეგობრებს ა.გ.-ს და გ.მ.-ს უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ა.გ. წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ა.გ.-მ გ.რ-თან, გ.მ.-თან და დ.ჩ-თან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი,” — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები იხილეთ აქ.
კომენტარები
გადახედვა
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
10 წუთის წინ
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
2 საათის წინ
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
3 საათის წინ
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
3 საათის წინ
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
გადახედვა
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
3 საათის წინ
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
4 საათის წინ
აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
გადახედვა
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
5 საათის წინ
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
5 საათის წინ
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
6 საათის წინ
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
6 საათის წინ
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
გადახედვა
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
6 საათის წინ
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
8 საათის წინ
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
8 საათის წინ
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
9 საათის წინ
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
10 საათის წინ
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
გადახედვა
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
6 აგვისტო, 17:20
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
6 აგვისტო, 15:36
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
6 აგვისტო, 14:26
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: “ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის”
6 აგვისტო, 14:20
ირაკლი კობახიძე: “ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის”
გადახედვა
“რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა” — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
6 აგვისტო, 13:32
“რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა” — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
6 აგვისტო, 13:02
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
კვირის ტოპ-5
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. “ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების” მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი1481 ნახვა
“ბლექ სი პეტროლიუმმა” რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება177 ნახვა
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება173 ნახვა
“თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” განცხადებას ავრცელებს167 ნახვა
“რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა” — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს161 ნახვა
გირჩევთ
საზოგადოება
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
ფოტოგრაფია
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
საზოგადოება
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გადახედვა
სამართალი
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
რელიგია
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
სამართალი
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
ცხოვრების სტილი
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
გადახედვა
რეგიონები
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
ახლა კითხულობენ
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
6 აგვისტო, 08:51
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ…
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
“საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს” — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი