კომიკოსის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ძალადობის გამართლება – რა აჩვენა კვლევამ (ვიდეო)

როგორ გამოიყურება სქემა, რომლის დახმარებითაც ონისე ოქრიაშვილს აშავებდნენ – დისკრედიტაციის კამპანიასა და ძალადობის გამართლებაში ჩართული იყო “ქართული ოცნება”, მათთან აფილირებული ექსპერტები, პარტიები, პროსახელისუფლებო მედიები და ე.წ. ტროლ-ბოტები – დისკრედიტაციის კამპანია “მითების დეტექტორმა” გაშიფრა – მთელი სისტემა მუშაობდა კომიკოსის წინააღმდეგ საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად.

რა დაადგინა “მითების დეტექტორმა”? – ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაცია დაიწყო ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე – ჯერ შემზადდა ნიადაგი და მერე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ამის მერე კი დაიწყო ძალადობის გამართლება ეროვნული ღირსების დაცვის არგუმენტით და გააგრძელეს დისკრედიტაცია ვიდეო-ფრაგმენტების გავრცელებით. იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს და ე.წ. ტროლ, ქეთევან მიქიაშვილს სახელისუფლებო მედია, როგორც რეალურ ადამიანს ისე ციტირებდა.

დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ონლაინ მედია – ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 13 სახელისუფლებო ონლაინ მედია ონისე ოქრიაშვილზე მოძალადის დასაცავად ე.წ. ტროლს ციტირებდა. ონლაინ პლატფორმების გამოყენება აქტივისტების გასაშავებლად უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს არ უკვირთ – ყველას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ე.წ. გაშავების კამპანიები – აქტივისტების დისკრედიტაცია ონლაინ პლატორმებიდან ჩანს, რომ დაფინანსებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა