“ოჯახი იქნეს დაზარალებულად ცნობილი” | ენმ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და ს საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება და არაერთი ჩანაწერი გამოქვეყნდა საჯაროდ, საქმე გამოძიებული დღემდე არაა. ის პროკურატურას მოუწოდებს ფუტკარაძის ოჯახი დაზარალებულად იქნეს ცნობილი.
“ორი წელი გავიდა ჩვენი თანაგუნდელის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან. მას შემდეგ, რაც 2021 წლის არჩევნებზე „რუსულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა და უმრავლესობით მოვიდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მ გასცა დავალება, რომ ეს ბალანსი როგორმე აღედგინა თორნიკე რიჟვაძეს. მას შემდეგ თორნიკე რიჟვაძე, რა თქმა უნდა, გადავიდა ქმედებაზე და დაიწყო საკრებულოს წევრების მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა და სამწუხაროდ, მათ შორის იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც არ გაიყიდა, მან ერთგულება დაუმტკიცა თავის ამომრჩეველს და თავის თანაგუნდელებს, მაგრამ ვერ გაუძლო მისმა ჯანმრთელობამ და გულმა და ის გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება და არაერთი ჩანაწერი გამოქვეყნდა საჯაროდ, დღემდე გამოძიებული არ არის. ვერ იქნება და არ იქნება გამოძიებული მანამ, სანამ თორნიკე რიჟვაძე ინარჩუნებს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას და მისი მამა პოლიციის მაღალჩინოსნის თანამდებობას, ამიტომ მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს დანაშაული, ოჯახი იქნეს დაზარალებულად ცნობილი, რათა ოჯახს ჰქონდეს წვდომა გამოძიების მასალებთან, ასევე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ამ გამოძიებას, ჩვენ არ შევეგუებით და არ შევარჩენთ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობას, აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობას იღებდა მის გარდაცვალებაში”, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა

ასევე დაგაინტერესებთ