რუმინეთის საგარეო: უთანხმოებას გამოვხატავთ სოხუმში რუმინული ბენდის კონცერტთან დაკავშირებით

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.

შესაბამის განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.

რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.