რეზო კიკნაძე მელიას განაჩენზე: ეს არის მათი [ოცნების] სამართალი

პატიმრობაში მყოფი რეზო კიკნაძე ნიკა მელიას განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ მას წყლის პკურებისთვის 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, რუსებს კი, შარდის გადასხმისთვის, ბოდიშები უხადეს.

კიკნაძის თქმით, ეს არის “ოცნების“ სამართალი.

ნიკა მელიამ მოსამართლეს წყლის წვეთი აპკურა და 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. რუსებმა ქართველებს შარდი გადაასხეს და მისჯის ნაცვლად ქოცებმა აქეთ უხადეს ბოდიში. ეს არის მათი სამართალი. ქოცებმა ბომბების ჩამომყრელ რუსებსაც ბოდიშები უხადეს,- წერს კიკნაძე.

მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდა – გადაწყვეტილება  მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა.  საქმე ეხება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებას.

ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნული სასჯელი ნიკა მელიასთვის გამოტანილმა წინა განაჩენმა შთანთქა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ