„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პრესის თავისუფლების გმირის, მზია ამაღლობელისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯიდან ერთი წლის შემდეგ, IPI მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კვლავ მოითხოვს. მზია ამაღლობელს 2025 წლის 6 აგვისტოს, 200 დღეზე მეტი ხნით უსამართლო წინასწარ პატიმრობაში გატარებისა და პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა“, – აცხადებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI).

IPI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაკავებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემდეგ, ამაღლობელი პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც „ქართული ოცნება“ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ავტორიტარულ რეპრესიებს აძლიერებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ