ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში 2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობა სამებაში, მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საღებავის შესხმის გამო მიუსაჯეს.
ნატა ფერაძის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, მან საჩივარი არ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა