პოეტი ნიქო გორგილაძე:
ჩემს ემპათიურობაზე კითხვის ნიშნის დასმას რომ ცდილობენ ქაჯეთის ციხიდან, მიყვარს
სხვათა შორის, 2018 წელს, ჩემზე კასტეტით მოძალადე პროფესიონალ ბოქსიორს, რომლის ძალადობამაც სრულად შეცვალა ჩემი ცხოვრება და, რომელიც, რა თქმა უნდა, ასაკის გამო გამიზნულად შეირჩა ამ საქმისთვის, არ ვუჩივლე, მოვითხოვე სოციალური სამსახურის მუშაობა მასთან.
იმ დღესვე დავწერე, რომ არანაირი აგრესია არ მქონდა ამ ბიჭის მიმართ, რადგან მსხვერპლად მიმაჩნდა იგი და იმ დღესვე დასრულდა მისი ხსოვნა ჩემს ცხოვრებაში.
არა, ნორმალურ ქვეყანაში შვილმკვდარი დედა არ უნდა იძიებდეს მკვლელობას, მსხვერპლი არ უნდა სჯიდეს მოძალადეს, შვილს უნდა გლოვობდეს! არახალია, რომ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც, დედის ყოველდღიური ყვირილი რომ არა, ღრმად მწამს, არცერთ დამნაშავეს არ დასჯიდნენ! ერთხელ მომხდარა თუ ორჯერ? ამასაც გადაყლაპავდით!
ადამიანის სიცოცხლე გაუფასურდა ამ ქვეყანაში, იგავმიუწვდომელ სისულელეებს წერთ ყოველი მხრიდან, იოლად ივიწყებთ, რომ ახალგაზრდა, უდანაშაულო ბიჭი, რომელიც ახლა იწყებდა ცხოვრებას, სასტიკად მოკლეს! (სხვათა შორის, ეგ კადრებიც არსებობს, თუ კადრებზე მიდგა საქმე მაინცდამაინც!)
“ნებისმიერ გოგოს გაუკეთებია იგივე, შეყვარებულს რომ ეეჭვიანაო”, – ამას როგორ წერთ? ეგ “ნებისმიერი შემთხვევა” რიტუალური მკვლელობით არ დასრულებულა!!! ბარემ მსჯავრდებულის მამასავით დაწერეთ: “ვის არ გიჩხუბიათ ბიჭობაშიო”.
ეს ქვეყანა შემთხვევით არ არის არანორმალურ ყოფაში, მასაა არანორმალური და არაჯანსაღი! ჩემი მტერი თქვენს იმედად! მარტო ამიტომაცაა გამაოგნებელი, რაც ამ ქალმა შეძლო!




