გია ჯაფარიძე: რის გადაფარვას ცდილობენ ბოლო დღეებში სრულიად ამორალური მედია კამპანიით…

დიპლომატი გია ჯაფარიძე:
რის გადაფარვას ცდილობენ ბოლო დღეებში სრულიად ამორალური მედია კამპანიით –
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპიდან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის გაფართოებული „სავიზო დეპოზიტის“ პროგრამის მოთხოვნას დაექვემდებარა. მინიმუმ 10 000 დოლარი უნდა ედოს აშშ-ს ვიზის აღების მსურველს საბანკო დეპოზიტზე.
დენის სისტემური გათიშვა მესამედ, რაც ენერგოსისტემაში სავარაუდოდ კორუფციით გამოწვეულ ფუნდამენტურ პრობლემებზე მიანიშნებს.
17 წლის ბავშვის მკვლელობა ყველაზე მინიმუმ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის მიზეზით.
საერთაშორისო კრიმინალი – ქოლცენტრებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ორგანიზებულ ძარცვა, რომელსაც მთავრობა მფარველობდა და სავარაუდოდ დღესაც მფარველობს.
კიდევ გაზრდილი ფასები აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.
რუსების შემოსევით მოქალაქეებში გაზრდილი უკმაყოფილება.
ამაზე ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტაჟზე აკრძალული ქიმიური აგენტების სავარაუდო გამოყენებაზე. ამაზე პოსტოთ