კათოლიკური ეკლესია დღეს უფლის ფერისცვალებას აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია დღეს თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, უფლის ფერისცვალებას აღნიშნავს.

„დღესასწაული უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.