სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
თბილისში მეტრო გვირაბში გაჩერდა და ადამიანებს, საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად, ჩაბნელებული გვირაბებიდან ფეხით უწევთ გამოსვლა.
იბადება სრულიად ლეგიტიმური კითხვა, თუ ქვეყანაში საზოგადოება საკუთარი ცხოვრებისა და გადარჩენის ორგანიზებას თავადვე უზრუნველყოფს, კრიზისის დროს კი ხალხი ბედის ანაბარაა მიტოვებული, მაშინ რაღა საჭიროა მთავრობა? რატომ ვინახავთ სახელმწიფო აპარატს, თუკი განსაცდელის ჟამს თავს თავად უნდა ვუშველოთ? იქნებ რომელიმე მგზავრს კლაუსტროფობია აქვს? იქნებ ვინმეს გულის ან სხვა მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, თუ ამ გაურკვევლობასა და პანიკაში ფატალური შედეგი დადგება? ვინ აგებს პასუხს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე?
და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ინფრასტრუქტურა იშლება და საფრთხე კონკრეტულ ადამიანებს ექმნება, საზოგადოება არ იმსახურებს იცოდეს, თუ რა ხდება რეალურად? რატომ ითიშება შუქი მთელ ქვეყანაში უკვე მერამდენედ და რატომ ვართ მუდმივი კოლაფსის მოლოდინში? ქართველ ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება, მოითხოვოს მკაფიო ახსნა-განმარტება




