როგორ დააგროვა დიდძალი ქონება მამა ანდრია ჯაღმაიძემ? – “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თბილისთან ახლოს, კიკეთში, ტყის პირას ორ სართულიანი თანამედროვე კოტეჯი თბილისის მერიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ჩადგა.
კახი კალაძის უწყებას ეს ტერიტორია არავისთვის მიუყიდია, არც იჯარით გაუცია და არ არსებობს არც მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად მშენებლობა უკანონოა.
ტერიტორია, რომლის ნაწილიც ანდრია ჯაღმაიძემ მიიტაცა და სახლი უკანონოდ აიშენა, ერთ ერთ ყველაზე ძვირადღირებული ზონაა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის ფასი 180 დოლარიდან იწყება.
უკანონო მშენებლობის შესახებ კალაძის უწყებაში იციან, თუმცა ამტკიცებენ, რომ ჯერ სახელმწიფო მიწის მიმტაცებელ პირს ვერ მიაგნეს და რეაგირებაც ამიტომ არ მოუხდენიათ.
კოტეჯი რომ მისია ამას “შაბათის ეთერთან” დეკანოზიც ადასტურებს. შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ ეს კიკეთში მღვდლის ერთადერთი ქონება არ არის. “შაბათის ეთერმა” გადაიღო ფეშენებელური სახლი, რომელიც ასევე მამა ანდრია ჯაღმაიძის საკუთრებაა. ქონება რომლის საბაზრო ღირებულებაც ნახევ მილიონ ლარზე მეტია მისი ცოლის ნონა ხვედელიძის სახელზეა გაფორმებული.




