Bloomberg – ევროპელმა და რუსმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს

ევროპელმა და რუსმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს, – ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა გასულ თვეში, ვენაში შედგა.

წყაროების ცნობით, შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ტიმ ბაროუ, გერმანიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მარკუს ედერერი და ვეტერანი ფრანგი დიპლომატი პიერ ვიმონტი მონაწილეობდნენ.

წყაროებმა შეხვედრაში რუსეთის მხრიდან მონაწილეების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი თქვეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შეხვედრა უწყების სახელით ან მასთან კოორდინაციით არ ჩატარებულა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება