ვინ იყო რეალურად “რუსთაველი მანიაკი”: რას ჰყვება 25 წლის შემდეგ ყოფილი გამომძიებელი კაცზე, რომელმაც 8 ქალის მკვლელობა აღიარა – “მეზობლების დაკითხვა იყო შოკი”

90-იანი წლე­ბის ბო­ლო­სა და 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში რუს­თავ­ში მომ­ხდარ­მა სე­რი­ულ­მა მკვლე­ლო­ბებ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შოკ­ში ჩა­აგ­დო. მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ნათ­ლის მოს­ვლა და ტე­ლე­ვი­ზი­ით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში ფუ­ფუ­ნე­ბა იყო, ხალ­ხი, ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში ეც­ნო­ბო­და შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ას.

  • „რუს­თა­ველ მა­ნი­ა­კად“ შე­რა­ცხი­ლი დამ­ნა­შა­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატე­რო­რებ­და ქა­ლაქს. საქ­მეს, რო­მელ­მაც ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, წერ­ტი­ლი 2001 წელს, მარ­ტვილ­ში ფრი­დონ პირ­ტა­ხი­ას და­კა­ვე­ბით დას­რულ­და.

თუმ­ცა, რა ხდე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­მო­ძი­ე­ბის კუ­ლი­სებს მიღ­მა? იყო თუ არა პირ­ტა­ხია ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა მისი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა და რა დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი მისი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბი­დან?

გა­და­ცე­მა­ში „სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა“ (წამ­ყვა­ნი იაგო ხვი­ჩია) 1997–2007 წლე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, შალ­ვა ნი­ქა­ბა­ძე, „რუს­თა­ვე­ლი მა­ნი­ა­კის“ საქ­მის უც­ნობ დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს. რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ის ჰყვე­ბა, თუ რო­გორ მი­ვიდ­ნენ დამ­ნა­შა­ვის კვალ­ზე, რა ხდე­ბო­და და­კი­თხვის ოთახ­ში და რა­ტომ დარ­ჩა ამ საქ­მე­ში ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა.

– მა­ნი­ა­კი არის თუ არა ადა­მი­ა­ნი, ამას გან­სა­ზღვრავს ექ­სპერ­ტი­ზა – ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ეს ექ­სპერ­ტი­ზა და დას­კვნა გვქო­ნო­და ხელ­ზე იმ მო­ტი­ვით, რომ რო­დე­საც ჩვენ და­კა­ვე­ბუ­ლი შე­ვა­სახ­ლეთ ცი­ხე­ზე, იმა­ვე ღა­მეს მან თავი მო­იკ­ლა.

ეს პი­როვ­ნე­ბა იყო დევ­ნი­ლი აფხა­ზე­თი­დან, კერ­ძოდ, გაგ­რი­დან – ვინ­მე ფრი­დონ პირ­ტა­ხია, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და ჯერ რუ­სეთ­ში და შემ­დეგ, უკვე 90-იან წლებ­ში, გად­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­სახ­ლდა ქა­ლაქ რუს­თავ­ში. მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია და­ი­წყო 1997 წელს. მას რუს­თავ­ში ჰქონ­და ორი თუ სამი ფაქ­ტი, ვგუ­ლის­ხმობ მკვლე­ლო­ბას.

მკვლე­ლო­ბას.

კად­რი სა­არ­ქი­ვო ვი­დე­ო­დან – პირ­ტა­ხი­ას და­კა­ვე­ბა

 

მის­თვის არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა ასაკს. მთა­ვა­რი იყო, რომ ყო­ფი­ლი­ყო ად­ვი­ლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში, მოხ­და რვა ფაქ­ტი. ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი იყო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი და შემ­დეგ მოკ­ლუ­ლი, ნა­წი­ლი იყო პირ­და­პირ მოკ­ლუ­ლი, მაგ­რამ ხელ­წე­რა მი­უ­თი­თებ­და ერთი და იგი­ვე ადა­მი­ან­ზე. მსხვერ­პლს ძი­რი­თა­დად ახ­რჩობ­და.

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2000 წელს შექ­მნა საკ­მა­ოდ დიდი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, სა­დაც შე­ვე­დით ჩვენ – ტრან­სპორ­ტის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და რუს­თა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ შე­წყდა მკვლე­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ, ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის უფ­რო­სად და­ვი­ნიშ­ნე მე და რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ალ­ბათ სამ-ოთხ თვე­ში, მა­ლე­ვე შე­მოგ­ვდის ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტვი­ლი­დან, რომ და­ა­კა­ვეს პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და-ძმას გა­მო­ე­კი­და, მაგ­რამ ისი­ნი გა­ექ­ცნენ და ოჯახ­ში მოყ­ვნენ ასე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ. მშობ­ლებ­მა გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია. და­ი­ჭი­რეს ეს პი­როვ­ნე­ბა და პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის დროს, ამ რვი­დან ერთი ფაქ­ტი აღი­ა­რა – ანუ, ის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი აღი­ა­რა, რა­ზეც ჩვენ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, რკი­ნიგ­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რო­მე­ლიც მოხ­და.

აქ შე­იქ­მნა უკვე თა­ვი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი. საქ­მე აიღო გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ერ­თად – მე, გე­ნე­რა­ლუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და რუს­თა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ეს სამი პი­როვ­ნე­ბა – წა­ვე­დით მარ­ტვილ­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ სი­ტუ­ა­ცია: ეს არის 2001 წელი. – ჩა­დი­ხარ ჩაბ­ნე­ლე­ბულ მარ­ტვილ­ში… არა, შუქი, არა­ფე­რი… დე­და­მი­წის ზურ­გზე ძლივს მი­ვა­გე­ნით პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი მარ­ტვილ­ში მა­შინ, და და­ვი­წყეთ პირ­და­პირ მუ­შა­ო­ბა.

და­კა­ვე­ბულს ანა­ლო­გი­უ­რი მცდე­ლო­ბა მას წარ­სულ­ში ჰქონ­და რუს­თავ­შიც, მაგ­რამ იმ გო­გომ გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და გა­ექ­ცა, შემ­დეგ უკვე პო­ლი­ცი­ას უთხრა ამ პი­როვ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, აღ­წე­რი­ლო­ბა. რო­გორც კი შევ­ხე­დე და გა­ი­ა­რა, ცალ ფეხ­ზე კოჭ­ლობ­და, აშ­კა­რა იყო ჩემ­თვის, რომ ზუს­ტად იმ პი­როვ­ნე­ბას­თან მქონ­და საქ­მე.

  • და­ვი­წყეთ და­კი­თხვა. პი­რა­დად მე ვა­წარ­მო­ებ­დი პირ­ტა­ხი­ას და­კი­თხვას და ამ დროს აღი­ა­რა რვა მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში ჩა­ი­დი­ნა. ად­ვო­კა­ტის თან­დას­წრე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­კი­თხვა და სრუ­ლი შოკი იყო ჩემ­თვის ის, თუ რამ­დე­ნად დე­ტა­ლუ­რად ახ­სოვ­და თი­თო­ე­უ­ლი მისი მსხვერ­პლი: თუ რა ეცვა, რა სამ­კა­უ­ლი ეკე­თა, რას სა­უბ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში… დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვიყ­ვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტიც.

მო­ტი­ვად ასა­ხე­ლებ­და ესეთ რა­ღა­ცას, რომ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ფი­ზი­კუ­რად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და და თან ფუ­ლიც არ ჰქონ­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ, სექ­სუ­ა­ლუ­რი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით მი­ე­მარ­თა ამ მე­თო­დის­თვის. ად­ვი­ლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ვინც იქ­ნე­ბო­და, ქალ­ბა­ტო­ნი წა­ეყ­ვა­ნა, თა­ვი­სი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა. მაგ­რამ ამ­ბობ­და ასეთ რა­ღა­ცას, რომ: „მე მკვლე­ლო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ვი­ღებ­დი, უბ­რა­ლოდ, მე ამით მოწ­მეს ვი­შო­რებ­დი, რომ ქუ­ჩა­ში არ ეც­ნოთ ჩემი თავი და არ და­ე­ჭი­რათ. აი, ამ მიზ­ნით ვკლავ­დიო,“.

ვერ აგი­წერთ, რა სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი მო­მიყ­ვა, რო­გორ ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი – და ამის მი­უ­ხე­და­ვად, კი­დევ ამ­ბობს: „თქვენ კი­დევ არ იცით, მე რა მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ამი­ტომ მე სი­ცო­ცხლის ღირ­სი არა ვარ.“ მაგ­რამ, აი იმა­ზე რომ მიმ­ყავს ლა­პა­რა­კი, იქ უკვე ჩერ­დე­ბა, არ ამ­ბობს. ანუ, ეჭვი მაქვს, რომ კი­დევ ჰქონ­და რა­ღაც გა­კე­თე­ბუ­ლი, უფრო რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა, ალ­ბათ, ვერ გე­ტყვით.

მოკ­ლედ, მარ­ტვილ­ში შე­იქ­მნა ცოტა და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. უცებ გას­კდა ეს ამ­ბა­ვი, მარ­ტვილ­მა გა­ი­გო, რომ ესა და ეს პი­როვ­ნე­ბა არის და­კა­ვე­ბუ­ლი…

ხალ­ხმა მო­ა­წყო აქ­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი გა­დაგ­ვე­ცა მათ­თვის, რათა ლინ­ჩის წე­სით გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უმარ­თა­ვი სი­ტუ­ა­ცია იყო და, ალ­ბათ, ძვე­ლი მარ­ტვი­ლის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ზე გახ­სოვთ, იმის აღე­ბას არა­ფე­რი არ უნდა, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა… თა­ვი­დან იყო მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ბოლო მო­მენ­ტში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და თბი­ლის­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ახლა დან­გრე­უ­ლია ის ციხე – ორ­თა­ჭა­ლის ციხე რომ იყო, მა­შინ.

შე­ვა­სახ­ლეთ რვა­კა­ცი­ან კა­მე­რა­ში და იმა­ვე ღა­მეს მო­იკ­ლა თავი, წვე­რის სა­პარ­სით ვენა გა­და­იჭ­რა. მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე კა­მე­რა­ში მყოფ პი­რებ­თან, გარ­და ამ რვა ფაქ­ტი­სა, მოყ­ვა კი­დევ ცალ­კე ხუთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მას ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი სოჭ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში.

 

მთელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს ჰქონ­და ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა სა­კან­ში მოკ­ლეს, მაგ­რამ, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­და, რომ არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ იყო. ვი­ზუ­ა­ლუ­რად გვა­მი ჩვენც ვნა­ხეთ და მას არა­ნა­ი­რი, არც ცე­მის კვა­ლი ეტყო­ბო­და და არა­ფე­რი.

შემ­დეგ, მისი ჩვე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვი­წყეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. კერ­ძოდ, მის მსხვერ­პლებს… რამ­დე­ნი­მე მსხვერ­პლს ეკე­თა ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი. მისი ჩვე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­კა­უ­ლე­ბის ნა­წი­ლი აჩუ­ქა მე­ზობ­ლებს, ნა­წი­ლი ჩა­ა­ბა­რა ლომ­ბარ­დში. ჩვენ ლომ­ბარ­დი­და­ნაც ამო­ვი­ღეთ და მე­ზობ­ლე­ბის­გა­ნაც ამო­ვი­ღეთ ეს სამ­კა­უ­ლე­ბი და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამო­იც­ნეს, რომ ეს ნამ­დვი­ლად მათი გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის წევ­რს ეკუთ­ვნო­და.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრა­ლის წარ­დგე­ნა არ მო­ხერ­ხდა გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მაგ­რამ, ნუ, აშ­კა­რად ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქნა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, რომ რე­ა­ლუ­რად ფრი­დონ პირ­ტა­ხია იყო ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც კლავ­და ამ გო­გო­ებს და რო­მელ­საც ვე­ძებ­დით ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი არ ჰყო­ლია, მარ­ტო იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად. და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ მე­ზობ­ლე­ბის და­კი­თხვა იყო ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შოკი – რუს­თავ­ში ყვე­ლა აფიქ­სი­რებ­და ერთი და იმა­ვეს, რომ ასე­თი წე­სი­ე­რი, წყნა­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იმ უბან­ში არ და­დი­ო­და.

შალ­ვა ნი­ქა­ბა­ძე

 

და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი: „რომ ჩვენ რომ სა­დღაც მივ­დი­ო­დი­თო, ჩვენს პა­ტა­რა შვი­ლებს მას უტო­ვებ­დი­თო, რომ მი­აქ­ციე ყუ­რა­დღე­ბაო.“ ძი­რი­თა­დად ეზო­ში იჯ­დაო. კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და და კორ­პუ­სის სკა­მი და მა­გი­და იყო იქ. და ეს ბავ­შვე­ბი რომ თა­მა­შობ­დნენ, და­ახ­ლო­ე­ბით იმ ასა­კის ბავ­შვე­ბი, რა მსხვერ­პლიც ჰყავ­და ამას, ერთი ზედ­მე­ტი სა­მე­ზობ­ლო­ში არა­ფე­რი არა აქვს ნათ­ქვა­მი. აი, ყვე­ლა ახა­სი­ა­თებ­და იდე­ა­ლუ­რად, რომ ამა­ზე წე­სი­ე­რი იმ უბან­ში არ და­დი­ო­და არა­ვინ.

ეს მა­ნი­ა­კის ერთ-ერთი თვი­სე­ბაა, სა­დაც ცხოვ­რობს, მუ­შა­ობს და ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­მელ სო­ცი­უმ­თა­ნაც აქვს, იქ არის რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო – რო­გორც მე­ო­ჯა­ხე, პი­როვ­ნე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი… ანუ, ოდ­ნა­ვა­დაც ეჭვს ვერ შე­ი­ტა­ნენ. ჰყავ­და მე­უღ­ლე და იმ პე­რი­ოდ­ში 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, მაგ­რამ მე რო­გორც მახ­სოვს, ერ­თად არც ცხოვ­რობ­დნენ. ეს ქალ­ბა­ტო­ნი იყო, მე მგო­ნი, თუ სწო­რად მახ­სოვს, რუ­სეთ­ში წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ და შვი­ლიც თან ჰყავ­და”.