ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ვერც კი ხვდება შიო მესამე, რომ დღეს ერთი გოგოს დაკრძალვაზე კი არ თქვეს უარი, მილიონობით საფლავი ამოთხარეს და წინაპართა ძვლები დაალეწეს ხალხს თავზე, წინაპართა საფლავებს ეძახეს ურჯულოდ დამარხულები, მერე კი ცოცხლად დარჩენილებს დაემუქრნენ, რომ უკუღმა წაიღებენ სასაფლაოზე და ისე ჩაფლავენ მიწაში, რომ ღმერთთან მისასვლელი გზა ვერ იპოვონ და ბოლოს, ქრისტესდროინდელ ფარისევლებსაც ისე გადაუშხუილეს, რომ ის წიგნიც გადაიხიეა თავზე, დიდი წიგნი, მთავარი წიგნი, ქრისტეს სიტყვებით სავსე.
სულ ერთია აწი რა მიზეზს იტყვიან, არ არსებობს ისეთი მიზეზი, ვერ მოიგონებენ ეგენი ახლა ამ ულამაზეს გოგოზე ისეთ მიზეზს, მილიონით მკვდარს და მილიონობით ცოცხალს რომ არ შეახონ, მილიონობით საფლავი რომ არ დათხარონ და წაბილწონ და მილიონობით ცოცხალს რომ არ აფიქრებინონ, რომ შეიძლება, მართლა ასეთი ბოროტი იყოს ღმერთი.
წაიკითხეთ, ხალხო, ის წიგნი წაიკითხეთ, თუ გგონიათ, რამე სხვანაირი დაწერილა მას მერე – სცდებით, სხვანაირად დაწერილა – კი, სხვანაირი – არა, ყველაფერი რაც მერე დაიწერა – სიყვარულზე და სიძულვილზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, მეგობრიბასა და ღალატზე – უკვე იყო, იქ, იმ წიგნში, მას მერე მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ დაწერს, რა ფორმით და სიტყვებით…
წაიკითხეთ ის წიგნი, ამათ არ დაუჯეროთ, არაა ღმერთი ბოროტი.




