მამუკა ფიფია: აი, რაზე უნდა იმუშაოს დღეს საქართველოს ხელისუფლებამ. ეს პირები უნდა იყვნენ, ესე იგი, იდენტიფიცირებულნი და დასჯილნი

„რაც შეეხება რუსოფობიას საქართველოში – რა თქმა უნდა, არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შექმნას მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში რუსოფობიაა და ქართველები არასტუმართმოყვარეები არიან. რა თქმა უნდა, არის კიდევ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ამას ახალისებს. ზოგიერთ შემთხვევას სინამდვილეშიც აქვს ადგილი, მაგრამ ბევრი შემთხვევა დასავლეთიდანაა ორკესტრირებული. […]
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება – საერთოდ გაგვიჭირდება ამაზე საუბარი. პირველ რიგში, ეს არის ამაზრზენი, ეს არის არაადამიანური, არაკულტურული და საერთოდ ნორმალურ ადამიანებს თავში არ უჯდებათ. რამდენად არის ეს სიმართლე, ჩვენც არ ვიცით. შესაძლოა ეს იყოს დეზინფორმაცია, ეს უნდა შემოწმდეს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დანიშნონ გამოძიება ამ ფაქტზე და მისცენ პასუხი საზოგადოებას – როგორც საქართველოს შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში, რადგან ამას უყურებს ყველა ტურისტი.იცით, ეს… ეს ამაზრზენი შემთხვევებია და თავში არ უჯდება [ადამიანს].
ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენი არაკეთილმოსურნეების დეზინფორმაციაა – იმ ადამიანების, ვისაც სურს რუსეთსა და საქართველოს შორის გააღვივოს სიძულვილისა და ერთმანეთის აბუჩად აგდების ის ცეცხლი, რომელზეც დასავლეთი უკვე მრავალი წელია ოცნებობს. დასავლეთმა ვერანაირად ვერ შეძლო ჩვენი ხალხების წაჩხუბება. როგორ მცდელობასაც არ უნდა მიმართავდნენ, ხალხები ერთმანეთისკენ მაინც მიისწრაფვიან.
ამიტომ, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და მისცენ მკაფიო პასუხი, თუ რა მოხდა, ჰქონდა თუ არა ასეთ შემთხვევას… იყო თუ არა ასეთი ფაქტი. აი, რაზე უნდა იმუშაოს დღეს საქართველოს ხელისუფლებამ. […]
ჩვენ, ქართველები, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. სადაც არ უნდა ვიყოთ, გვიყვარს სტუმრები. სტუმარი ღვთისაა. ამიტომ, იცით, ცალკეული პირები, რომლებიც ამას ჩადიან – ეს პირები ფინანსდებიან დასავლეთიდან. ეს პირები უნდა იყვნენ, ესე იგი, იდენტიფიცირებულნი და დასჯილნი. და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას მოეკიდება სერიოზულად და კონკრეტულად. ან კიდევ, საზოგადოებას უთხრან, რომ ეს იყო დასავლეთიდან ან კონკურენტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა ჩვენთან ტურისტებმა არ იარონ…” | საქართველოში რეგისტრირებული, კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ბიზნესმენი, მამუკა ფიფია Соловьёв LIVE-ის ეთერში,