უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის, „პაკშის“ მუშაობა დღეს სრულად შეჩერდება დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო.
მადიარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ატომური ელექტროსადგური 2 აგვისტოს მთლიანად გაითიშება – პირველად სადგურის 44-წლიანი არსებობის განმავლობაში.
„პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურმა უნგრელებს მოუწოდა, უახლოეს მომავალში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, განსაკუთრებით საღამოს პიკის პერიოდში, საღამოს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე.




