ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ „ინტერპრესნიუსთან’ საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„სოფელ თაგოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი განვითარდა. ასევე, სხვადასხვა სოფელში გზებზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები. შეფერხებაა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თხილვანას, რიყეთისა და რამდენიმე სოფლის მიმართულებით. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად”, აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ცენტრალური ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს გრძელდება ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა. ასევე მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გასუფთავება. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები”,- აღნიშნეს უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ