საფრანგეთის პრემიერმა ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ფონზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის რისკის შესახებ ისაუბრა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ფონზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის რისკის შესახებ ისაუბრა.
„ვინ იყვნენ „ბრექსიტის“ პირველი მხარდამჭერები? ვინ აჩვენა „ბრექსიტის“ ლიდერის მიმართ ღია მხარდაჭერა? „ეროვნულმა გაერთიანებამ“!“ – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა.
„ჩვენ ევროკავშირიდან გასვლას მხარს ვერ დავუჭერთ, თუ ვინმეს სხვა ინტერესები აქვს და თუ ვინმე სხვა ქვეყანასა და ხელისუფლებას ემსახურება“, – აღნიშნა გაბრიელ ატალმა.
შეგახსენებთ, განათლების ყოფილი მინისტრი გაბრიელ ატალი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად იანვრის დასაწყისში დაინიშნა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.