ჯონ გალიანო გახდება მესამე დიზაინერი, რომელსაც Met Gala გამოფენას სიცოცხლეშივე მიუძღვნის. დღეს დილით ცნობილი გახდა, 2027 წლის Met Gala -ს გამოფენა ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერის, ჯონ გალიანოს შემოქმედებას მიეძღვნება.
გალიანო მესამე დიზაინერია, ივ სენ ლორანისა და რეი კავაკუბოს შემდეგ, რომელსაც ეს პატივი სიცოცხლეშივე ხვდა წილად.
“John Galliano: Horizons” – ასე ჟღერს კოსტიუმების ინსტიტუტის 2027 წლის გამოფენის სახელწოდება, რომელიც ტრადიციულად, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მოეწყობა.
Met Gala მოდის სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმირებული საღამოა, რომელზეც მსოფლიო შოუ ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ცნობილი დიზაინერების მიერ, სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილ სამოსს ირგებენ. Met Gala ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ იხსნება.