ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავდეფიციტური კოლაფსია

23 ივლისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმა ვლადიმირ დელბამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომნ საწვავთან დაკავშირებული საკითხი მთავრობის მიერ სრულად კონტროლდებოდა, ბენზინგასამართი სადგურებიდან საწვავმა გაქრობა დაიწყო და დღეს კი მის შესაძენად უზარმაზარი რიგებია, ლიმიტი 20 ლიტრია.