ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Tagesspiegel-ი ავრცელებს.
Tagesspiegel-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
უსაფრთხოების მიზნით, ს გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა ზელენსკის კონფერენციაში მონაწილეობა არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის