ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტში პრემიერმა 2025 წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, ასევე საკუთარი აქტივები მიუთითა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პრემიერ-მინისტრს არ შეუძენია ახალი უძრავი ქონება. ის 2016 წლიდან მხოლოდ ერთ ბინას ფლობს, რომელიც თბილისში წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს და 157.8 კვადრატული მეტრის ფართობის არის, რომელიც ჩუქებით მიიღო. ასევე ფლობს ამავე მისამართზე რეგისტრირებულ ავტოფარეხს 20 კვადრატული მეტრის ფართობით, რომელიც ასევე ჩუქებით მიიღო.

2025 წელს პრემიერ-მინისტრმა ანაზღაურების სახით 140,860 ლარი მიიღო.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ირაკლი კობახიძე უთითებს დანაზოგს 30 ათასი დოლარის და 61.2 ათასი ლარის ოდენობით.

ხარჯებიდან ირაკლი კობახიძის უმსხვილესი ხარჯი მისი შვილების – გიორგის და ნიკოს სწავლის საფასური იყო, რაშიც გასულ წელს 39,970 ლარი გადაიხადა, 2026 წელს კი 32,917 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ