მედია – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეწვევიან

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უკრაინაში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავლენ.

უკრაინის დედაქალაქში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს დაეთმობა.