უკრაინული მედია – რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ პენზაში მდებარე Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა.

თავდასხმის შემდეგ, საწყობის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.

Wildberries-ის საწყობზე თავდასხმა პენზას ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომაც დაადასტურა.