თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, ჯამში დაგეგმილი იყო 200 ასეთი ავტობუსის ყიდვა, თუმცა არასაკმარისი თანხების გამო, 2023 წელს მერიამ მხოლოდ 160 ავტობუსი შეიძინა. მიმდინარე წელს კი თბილისის ავტოპარკს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.