ვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს ღამით რუსეთის მხრიდან მასიური დარტყმის ალბათობა ძალიან მაღალია

დღეს ღამე ძალიან მაღალია რუსეთის მხრიდან მასიური დარტყმის ალბათობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ანატოლი კრივონოჟკოს ანგარიში მოისმინა.

ზელენსკის თქმით, რუსები რამდენიმე დღის წინ ემზადებოდნენ მასიური დარტყმისთვის და სწორედ დღეს ღამე მაღალია იმის ალბათობა, რომ დარტყმა განხორციელდება.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებს ბოლომდე ესმოდეთ რა ხდება და რომ საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტებით დახმარებისთვის მათ მზაობაზე ან არამზაობაზე პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანთა სიცოცხლეების დაცვა. უპირველეს ყოვლისა, ეს შეერთებულ შტატებს და იმ პარტნიორებს ეხებათ, რომლებსაც Patriot-ებისთვის რაკეტები გააჩნიათ და შეუძლიათ ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა.

ყოველ პარტნიორს ესმის რა არის საჭირო და სწორად ესმის

დაყოვნების შედეგები. გთხოვთ, უკრაინის ყველა რეგიონში ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს და გაუფრთხილდით საკუთარ თავს,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ