ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს: ჩემი თითქმის რვა წლის ნამუშევარი – სად გაქრა? რატომ აღარ იძებნება?

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და “საინტერესო ადამიანების” 350 ინტერვიუ – ჩემი თითქმის რვა წლის ნამუშევარი – სად გაქრა? რატომ აღარ იძებნება?, – წერს ანთაძე. 

პროექტ „საინტერესო ადამიანების“ ფარგლებში, „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე, კვირაში ერთხელ, პორტრეტის ჟანრის ინტერვიუ ქვეყნდებოდა. ბოლო პერიოდში, ია ანთაძის რესპონდენტებს შორის იყვნენ ჟურნალისტი, გამოცემა „პუბლიკის“ დამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, ყოფილი საჯარო მოხელე, დავით ჩხეიძე და პროევროპულ აქციებში ჩართული არაერთი ადამიანი.

პროექტი 2025 წელს დახურეს.

ასევე დაგაინტერესებთ