ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეოთხე ცხედარია ნაპოვნი – რას ამბობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი?

ამ დრო­ის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად ნა­ნა­ხია 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 და­კარ­გუ­ლის ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ება, – ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.
· მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან დიდი მა­საა მო­წყვე­ტი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 70% არის მი­წის მა­სის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი.
“ამ დრო­ის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად ნა­ნა­ხია 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 და­კარ­გუ­ლის ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი, ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა და­მა­ტე­ბით, ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ ყვე­ლა არ იქ­ნე­ბა ნა­ნა­ხი.
და­ახ­ლო­ე­ბით 70% არის მი­წის მა­სის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან დიდი მა­საა მო­წყვე­ტი­ლი, მთის ფერ­დო­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, დღის ბო­ლომ­დე უნდა და­ვას­რუ­ლოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­მა­ტე­ბა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო”,- აღ­ნიშ­ნა მღებ­რიშ­ვილ­მა.
ცნო­ბის­თვის, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი გვი­ან ღა­მით ჩა­მოწ­ვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ