მედია: უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СЗР) აცხადებენ, რომ რუსეთი ომის დასაფინანსებლად ფარულად ფულს ბეჭდავს

მოვესწარით ბოლოსდაბოლოს ამ ფაქტსაც:
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СЗР) აცხადებენ, რომ რუსეთი ომის დასაფინანსებლად ფარულად ფულს ბეჭდავს.
რუსეთის ფედერალური ხელისუფლება საბაზრო პირობებში სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით საჭირო თანხების მოზიდვას ვეღარ ახერხებს.
​ამ პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფო ბანკებმა აქტიურად დაიწყეს აღნიშნული ობლიგაციების შესყიდვა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი კი მათთვის საჭირო ლიკვიდურობას (ფულად სახსრებს) უზრუნველყოფს.
👉 ადამიანურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ და შედარებით მარტივი გასაგები იყოს – დაბეჭდილი ფულის მასის ჩაშვება ეკონომიკაში “არსაიდან”, ნიშნავს ჯერ ნელ, შემდეგ კი ვალუტის ნახტომისებურ გაუფასურებას, რაც პირდაპირ მოქმედებს ფასებზეც. უფრო რომ გაგიმარტივოთ, გაიხსენეთ რა დაემართა კუპონს, სანამ მას ლარი ჩაანაცვლებდა.