გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მამაკაცი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.
“პირველების” ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა [დეიდის ქმარი] დააკავეს – შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა.
როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა.
ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას 14 წლის გოგოს დედამ მიმართა.
დაკავებულს ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს.
როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.




