ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ფიფიამ მას ტელეფონით დაურეკა, აგინა და დაემუქრა

პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, პრორუსმა მამუკა ფიფიამ მას ტელეფონით დაურეკა, აგინა და დაემუქრა. მჟავანაძე აუდიოჩანაწერსაც ასაჯაროებს
🔻 მჟავანაძე ამბობს, რომ საქართველოდან მოსკოვში სასწავლებლად ჩავიდა, მამუკა ფიფიამ კი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააკეთა საჯარო განცხადება, რომ მჟავანაძესთან ურთიერთობა აღარ აქვს. მჟავანაძე ფიფიას ადანაშაულებს, რომ ის ფარულად ურეკავს სხვადასხვა პირებს და ხელს უშლის მას დასაქმებასა და მოსკოვში დამკვიდრებაში
💬 “…საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ უნივერსიტეტის, არავინ მე არ მყავს, ნათესავები… მეგობრები გავიჩინე, კი ბატონო, მაგრამ არავინ ჩემი მხარდამჭერი არ არის აქ. აი, ღმერთის ანაბარა ვარ რუსეთში, ჩემო მეგობრებო. […] კაცი ვარ ჩამოსული, მარტო, რაღაცას ვაკეთებ, იმის მაგივრად გვერდში დამიდგე [მიმართავს ფიფიას] რაღაცა, თავს მესხმის… არც რაიმე მხარდაჭერა მიგრძნია, არც რაიმე დაფასება მიგრძნია და პირიქით, თავდასხმების ქვეშ ვარ და უკვე ვფიქრობ, ღირს ამ ქვეყანაში გაგრძელება? ან სწავლის, ან ცხოვრების, როცა ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ – გამოდის მოკრიმინალო ტიპი [და მემუქრება]” | ამბობს ის