“პოლიტიკურად მოტივირებული” – ასე აფასებს თელავის უნივერსიტეტის პროფესორი სამსახურიდან გაშვებას

19-წლიანი სტაჟის მქონე ასოცირებული პროფესორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი შეფასებით, სამსახური პროტესტში აქტიური მონაწილეობის გამო დაკარგა. თამარ მიქელაძე მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება “პოლიტიკურად მოტივირებულია”.

პროფესორის განცხადებით, ის 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ თავის კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორთან შევიდა, ისინი პოზიციის – საქართველოს მომავალი ევროპაშია” – დაფიქსირება მოსთხოვა.

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და წარმოადგენს 2025 წელ 5 პროფესორის მიმართ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას. 2024 წლიდან კოლეგებთან ერთად ჩართული ვიყავი საპროტესტო აქციებში, 2024 წლის 28 ნოემბრის მომდევნო დღეს, ჩემ კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად შევედი რექტორთან, ვითხოვდით, უნივერსიტეტს დაეფიქსირებინა პოზიცია საჯაროდ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, რაზეც უარი მივიღეთ. ოპოზიციურად განწყობილი ეს პროფესორები, ასევე ხელს ვაწერდით პეტიციებს, რომელიც მიმართული იყო ევროპული პოლიტიკის მხარდასაჭერად, “ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ. თანდათან შეიცვალა დამოკიდებულება – აკადემიური პერსონალი თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობებს, რა მრთავდნენ ტრენინგებში და პროექტებში. ასევე, 2026 გაზაფხულზე, მივმართე რექტორს, რომ ჩემი თანადაფინანსება მომხდარიყო ჩემი ფინეთში კონფერენციაში მონაწილეობის, რაზეც მან უარი მითხრა. ეს პატარ-პატარა დეტალები ერთად ქმნის საერთო სურათს და ყველანაირი განხილვის და მსჯელობის გარეშე, მთელი სემესტრის განმავლობაში, გადაწყვეტილი ჰქონდათ და შეთანხმებული იყვნენ, რომ მე არ გამომიცხადებდნენ ხელშეკრულების გაგრძელებას და გამუშვებდნენ. მე ფაქტის წინაშე დამაყენეს და ნამდვილად ეს იყო სადამსჯელო ხასიათის. უნივერსიტეტი, სადაც წახალისებულია ნეპოტიზმი, “ქართული ოცნების” პოლიტიკას ატარებს. 

2023 წელს, როდესაც არასაკმარისი საათები იყო ინგლისური ენის მეთოდიკის, ანუ ჩემი მიმართულებით, მაშინ რექტორმა გამოაცხადა აკადემიური კონკურსი და მიიღო ორი ასოცირებული პროფესორი, დღეს ამავე მიზეზით, არ მიცხადებს კონკურსს, მაშინ მან ამ თანამდებობაზე მიიღო მისის მეუღლე და დღეს ჩემი საათები, რომელიც წესით მე მეკუთვნოდა და წლებია მე ვკითხულობ ამ საათებს, ფაქტობრივად გამოვა, რომ მისი მეუღლე წაიკითხავს ამ საათებს,” – ამბობს თამარ მიქელაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად