MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფეისბუკზე ხშირად აქვეყნებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, „ეროვნული სიწმინდეების“ დაცვის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ „იდენტობის დასაცავად საფრთხეს არ მოერიდებიან და მზად არიან, ციხეშიც კი წავიდნენ“.
გიორგი ქართველიშვილს უკვე მოუწონა ინიციატივა „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ. მისი თქმით „კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში.“




