ოდესის სანაპიროსთან იძირება თურქული გემი – GOLDEN LEO, რომელიც რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა

ოდესის სანაპიროსთან იძირება გემი, რომელიც რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა | ამის ამსახველი კადრები Telegram-არხებზე ვრცელდება. საუბარია თურქულ გემზე – GOLDEN LEO – რომელსაც რუსები პორტიდან გასვლის დროს სამი Х-59/Х-69 ტიპის ფრთოსანი რაკეტით დაესხნენ თავს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა გემის მარჯვენა ბორტის ზედნაშენს მოხვდა, რის შემდეგაც ბორტზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის კიდევ 8 წევრი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი