2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარ-ივნისში უცხოეთში 14.7 ათასი ტონა ვაშლი გაიყიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 11.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება 4.5 მილიონი დოლარით, ანუ 67%-ით გაიზარდა. რაოდენობრივი ზრდა კი 4 ათას ტონას, ანუ 37%-ს შეადგენს.
ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 2025-2026 წლების მარკეტინგულ პერიოდშიც. 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოდან 24 ათას ტონაზე მეტი ვაშლი გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში ექსპორტირებული ვაშლის მთლიანმა ღირებულებამ 18.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ქართული ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანი ექსპორტის 95%-ზე მეტი სწორედ ამ ქვეყანაში იგზავნება.




