რუსულმა დრონმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონი F-16 ტიპის გამანადგურებელმა შავ ზღვაზე, სულინას რაიონში, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებთან ჩამოაგდო. ოპერაცია ნატოს საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში განხორციელდა.

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის უპილოტო აპარატის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის უკვე მესამე შემთხვევაა. დრონი სულინადან დაახლოებით 12 კილომეტრში გაანადგურეს.

ნატოში ადასტურებენ, რომ ალიანსი ინციდენტს აკვირდება და რუმინეთთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?