პოლონური მხარე: უკრაინის ცნობით, რუსულმა რაკეტამ პოლონეთისკენ აიღო გეზი, რის გამოც, გააქტიურდა პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 7 თებერვლის დილას, ს მასირებული სარაკეტო შეტევის დროს ერთ-ერთი რაკეტა პოლონეთის მიმართულებით წავიდა. როგორც პოლონური მედია BBC-ის უკრაინულ ბიუროზე დაყრდნობით წერს, ფრთოსანი რაკეტა ლვოვის ოლქიდან პოლონეთის საზღვრისკენ მიემართებოდა, რის შესახებაც მ პოლონური მხარე ჩააყენა საქმის კურსში.

მოგვიანებით, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელ Х-ში ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საფრთხის თავიდან ასაცილებლად გააქტიურდა პოლონეთის და მოკავშირეების ავიაცია.

„პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისთვის ამოქმედდა ყველა აუცილებელი ზომა. შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება სიტუაციას. 

გაფრთხილებთ, რომ გააქტიურებულია პოლონური და მოკავშირეთა თვითმფრინავები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხმაურის დონის მატება, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში“, – წერია განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება