ზელენსკი: „შავ ზღვაში რუსული აგრესიის დემონტაჟი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება“

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შავ ზღვაში რუსული აგრესიის დემონტაჟი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიევმა მოახერხა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილის დაცვა და საექსპორტო კორიდორად გამოყენება. „მოვახერხეთ ინიციატივის გადაბირება და უსაფრთხოების ისეთი პირობები შევქმენით, რომ აგრესორი აკვატორიის დასავლეთ ნაწილიდან გარბის და სამხედრო გემების დამალვას ცდილობს“.
მისივე თქმით, თუკი რუსული აგრესია შავ ზღვაში არ იქნება, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება.
„რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა – 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის; ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში, ომისა და ქაოსის გაჩაღებისთვის. სწორედ ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, პატიოსანი მშვიდობის აღდგენა და შავ ზღვაში რუსული აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი დაეხმარება საქართველოს, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შექმნის ეროვნული უსაფრთხოების მეტ გარანტიას კავკასიის ყველა სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ