„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით – 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

„საქართველოს ბანკი“, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მათ სალარო აპარატის ფუნქციით ახალ პოს-ტერმინალს სთავაზობს.

ტერმინალი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, სტანდარტული ტერმინალები და სალარო აპარატები ერთი მოწყობილობით ჩაანაცვლოს, რაც მათ ბიზნეს პროცესებს გაუმარტივებს და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაუზოგავს.

შეთავაზების ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესები, რომლებიც პირველად მოითხოვენ ტერმინალს 2026 წლის 31 დეკემბრამდე, სამი თვით ტერმინალის მომსახურებით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. ამასთანავე, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე მათთვის 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს.

კერძოდ:

  • მიკრო ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 2,000 ლარამდე):
    • პოს-ტერმინალით სარგებლობა პირველი 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, შემდგომში კი ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი 60 ლარს შეადგენს.
    • საკომისიო საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე – 0%. (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა)
  • მცირე ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 7,500 ლარამდე):
    • პოს-ტერმინალით სარგებლობა პირველი 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, შემდეგ კი ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი 80 ლარია.
    • საკომისიო საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე – 0%. (საკრედიტო AmEx ბარათის გარდა)

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ მეწარმეებს ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პოს-ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით, რომელიც ორ აუცილებელ მოწყობილობას აერთიანებს და მეწარმეებს ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი შეთავაზებით, ბიზნესებს დამატებით ვაძლევთ შესაძლებლობას, პირველი სამი თვის განმავლობაში ტერმინალით უფასოდ ისარგებლონ, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე გადახდები კი 0%-იანი საკომისიოთი მიიღონ (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა). ჩვენ უკვე ვემსახურებით 32 ათასზე მეტ მერჩანტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის მთავარი პარტნიორია”, – აცხადებს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, შეთავაზების პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია ბიზნესს ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ბანკში. 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში.

აქციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.