შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე – ის მოიცავს ფართომასშტაბურ ზომებს მოსკოვის საფინანსო სისტემის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგოსექტორის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ასაზრდოებს, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა.
„პუტინს იქ ვურტყამთ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა. ვუჭრით იმ ფინანსურ სასიცოცხლო წყაროებს, რომლებითაც ომს აფინანსებს.
სანქციების პროცესი ამით არ სრულდება – ჩვენ უკვე ვმუშაობთ შემდგომ ნაბიჯებზე. ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ახალ ესკალაციაზე რეაგირებისთვის“, – დასძინა მან.




