საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჟენევაში ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, ფორუმი, რომელსაც ის დაესწრო იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ შეძლოს ხელოვნური ინტელექტის პოზიტიურ ჭრილში გამოყენება.
„ჟენევაში გახლდით საკმაოდ საინტერესო ფორუმზე: ხელოვნური ინტელექტის როლი არსებულ რეალობაში“. გაეროს ეგიდით ჩატარდა. ასი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ვიყოთ მოწინავე ამ პროცესებში. იქ გამოუთქვა საშიშროება, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეს პროცესები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით და მას შეუძლია თუ გავა კონტროლს მიღმა სერიოზული ზიანი მიაყენოს ქვეყნებსაც და ადამიანებსაც. ჩვენი ფუნქციაც და როლიც ის არის, რომ დავიცვათ საზოგადოება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, დავიცვათ ადამიანი და არა თუ დამაზიანებელი, პირიქით, გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი დამხმარე საშუალებად უფრო მეტის შექმნის და თვითრეალიზების. საინტერესო დისკუსიები იყო, შევხვდი გენერალურ მდივანსაც“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




