ნოდარ ლადარია: გვაქვს უფლება, გამოვხატოთ არმოწონება

პროფესორი ნოდარ ლადარია:
იყო თუ არა “თეთრი ბაირაღები” კრიმინალის რომანტიზაცია? — იყო, მაგრამ ცალმხრივად ლეგალისტურ საზოგადოებასაც აკრიტიკებდა.
იყო თუ არა “მარადისობის კანონი” კომუნისტების ჰუმანიზაციის მცდელობა? — იყო, მაგრამ რეჟიმის შინაგან ლპობასაც გვიჩვენებდა და ხელს უწყობდა მას.
ჩემთვის დიდი არაფერი მოუცია, მაგრამ ბევრად უფრო საზიზღრად ვიგრძნობდი თავს, იმ ადამიანებში რომ მეცხოვრა, ვინც ჯაფარიძის “მძიმე ჯვარს”, გელმანის “პრემიას” და შატროვის “ლურჯ ცხენებს წითელ ბალახზე” აციტირებს.
ნოდარ დუმბაძე ამ საქმეში არაფერ შუაშია. შუაშია თითქოს უწყინარი შეკითხვა: “რას ერჩი?”. არ ვართ ვალდებული გვიყვარდეს ერთი და იგივე რამ. გვაქვს უფლება, გამოვხატოთ არმოწონება.
მაგრამ ესეც არ არის უბედურება. უბედურება და მოახლოებული სიკვდილის სიმპტომი ბავშვების არსიყვარულია. საქართველოს სახეზე ჰიპოკრატეს ნიღაბს ვხედავ.