დღეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შსს მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
„დაახლოებით ერთი საათის წინ, ზუსტად ჩემი სახლის წინ, კაცმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ. ამის შემდეგ, შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა. ის მალევე დაიჭირეს.
ზედაპირული შეფასებითაც ცხადია, რომ ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ან პირადი ანგარიშსწორება. არც ცალკე აღებული მძიმე კრიმინალური შემთხვევა მხოლოდ, რომელზეც სწრაფად ირეაგირა პოლიციამ, არამედ იმ რეალობის პირდაპირი ანარეკლი, რომელშიც ვცხოვრობთ“, – წერს ელენე ქორიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ.




